Wednesday, July 2, 2014

„ ჩემი საყვარელი საგანი “

პროექტის სახელი: „ ჩემი საყვარელი საგანი “
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ახასიათებენ თავიანთ საყვარელ საგნებს,რითაც მოხდება სხვადასხვა საგნის შედარება,მათი თავისებურებებს გამოკვეთა.
პროექტის აქტუალობა:სასწავლო საგნის დახასიათებაარის ცოდნის მიღებისა და გაგების გზა.მოსწავლეები გაიზიარებენ სხვადასხვა საგნის თავისებურებებს,მოხდება მათი შედარება.თითოეულ საგანში სურათებს გადაუღებენ მათ დამახასიათებელ ელემენტებს, დახატავენ და ინფორმაციას განათავსებენ ონ ლაინში. აიღებენ ინთერვიუს საგნის პედაგოგებისაგან. მოსწავლეები გამოიკვლევენ თითოეული საგნის საფუძვლებს, რითაც განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები და გააცნობიერებენ მათ მნიშვნელობას.
მოსწავლეთა ასაკი: 12-13              
ვადები: 2 თვე
პროექტის მსვლელობა: ჯგუფური მუშაობები,ინტერვიუს აღების მეთოდით  და კითხვების დასმით საკითხში ჩაღრმავება,რაც არის სწავლების ის მეთოდი, როდესაც ხდება წინასწარ მომზადება,მიზნის დასახვა და ძირითადი პრობლემის გადასაჭრელი გზის/გზების ძიება.
მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა საგნის საფუძვლებს სხვადასხვა რესურსების გამიყენებით,როგორიცაა ინტერვიუ, წერილები, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს, შექმნიან ნახატებს,სურათების ალბომებს, ჟურნალს და ბლოგს.
სამუშაო ენა: ინგლისური.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, მათემათიკა, ინგლისური, რუსული და ა.შ საგნები. მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლის სურვილი, ისწავლიან ერთმანეთის მოსმენას, ინტერნეტ-პროექტების  დაგეგმვას, და განხორციელებას ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროექტის ხელმძღვანელის სახელი: ნატო ქვრივიშვილი.
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nkvrivishvili76@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: nkvrivishvili76  

No comments:

Post a Comment